რეზონანსი
28.01.2020

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაში იმყოფება სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"წასულია ჩემი საქმე. კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოკრა განკითხვის ჟამმა. სულ მეშინოდა, რომ პროკურატურა იმ ერთადერთ ნამდვილ და პირდაპირ მოწმეს ადრე თუ გვიან , მაინც იპოვიდა , რომელიც რობაქიძის საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადასტურებდა.

Be hold!!!

აი ისიც- მიშა ქარელი.

ერთ -ერთ სუფრაზე 15 წლის წინ, სადაც მეც ვიჯექიო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა თუ როგორ დაავალა რობაქიძის საქმის ფაბრიკაციაო. ოღონდ, არც ის მახსოვს, რომელ რესტორანში იყო სუფრაო და არც ის, სუფრის სხვა წევრები ვინ იყვნენო.

ორი რამ ვერ ვისწავლე ცხოვრებაში:

ერთი, სუფრაზე, რომ არ უნდა ვილაპარაკო ყველას გასაგონად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები და მეორე, ღორის ტილი თავზე არ უნდა დაისვა, თორემ ბოლოს თავზე დაგაჯდება.

ჩემი თავი ჯანდაბას, ეხლა მხოლოდ ივანიშვილი მეცოდება. კაცი 8 წლის წინ ალასანიას, უსუფაშვილის და მსგავსი გაქანების ხალხის იმედად იყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თამარ ჩუგოშვილის იმედად.

2020 მიშა ქარელის იმედად დარჩა.

საქართველოს პროკურატურავ,

პლანს რომ ეწეოდით ვიცოდი, მაგრამ თქვენ თურმე კოკაინის ყნოსვაზე გადასულხართ. ცოტა დოზებს დაუკელით, თორემ ფარცხალაძის და ნაცვლიშვილის დოზებით დაიხოცებით და თქვენც მეცოდებით."

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (28.01.2020)
მანდ იჯექი ეგრე ჯობია ვიდრე პატარკაციშვილმა რომ გადაგმალა მოსკოვდი კაკებეს დაჩებზე. ხიხო იყავი და ეგრე დარჩი მარა გული არ გაიტეხო, მალე მოგისკუპდებიან გვერდით ხიხალა და მისი სამონეთი

მედეა   (28.01.2020)
შეცდი ოქრუაშვილო, ვინც ხელი შეგიწყო და სამშობლოში დაგაბრუნა--იმას მოუტრიალდი! ივანიშვილს სიკეთის გაკეთებაც ცოდნია და უ მ ა დ უ რ ე ბ ი ს დასჯაც! კუ და მორიელის არაკი გაიხსენე! იგი ქართველი "გრაფი მონტე კრისტო" ყოფილა, ვერ გაამტყუნებ, დ ა მ ხ ო ბ ა მოუნდომე , ხომ ვნახეთ^ 20-21 ივნისის ღამე ყველამ. "იჯექი ახლა მანდ და ყლაპე გოგირდი"

ვანო   (28.01.2020)
თუ სხვაგვარი მტკიცებულება აღარ არსებობს...


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×