რეზონანსი
27.01.2020

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხს ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი გამოეხმაურა.

ბოდბეში, სადღესასწაულო მსახურების დასრულების შემდეგ ეპისკოპოსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილება სამართლიანია. მისი თქმით, მღვდელმონაზონი მეუფე პეტრესავით ტყუილებს ლაპარაკობს და ჭორიკანაა.

"მე ვფიქრობ, რომ სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი... მაგას ახლა პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგას მე ადრე დავეხმარე და მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ არასწორს? - მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, სინოდის სხდომის გამართვა ამ ეტაპზე არ არის დაგეგმილი.

"სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით", - აღნიშნა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
😙😃😡მ   (27.01.2020)
ვაი შენს პატრონს მუშნიც ქე იყო ჭკვიანი მაგრამ ვერ იყენებდა სწორად ..

ლინდა   (27.01.2020)
იაკობ, შენ ვინღა ხარ? ჯერ განათლებით ოდნავ მაინც გაუტოლდით მეუფე პეტრეს და მერე ილაზღანდარეთ. ყველაფრით გამორჩეული იყო მეუფე, ამიტომაც მოიშორეთ! უბრალოდ, ბევრი თქმის უფლებას არ ვაძლევ ჩემს თავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ სანთელ-საკმეველი თავის გზას არ დაკარგავს!!!!


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×