სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    27.01.2020

    ხაშური-ბორჯომის საავტომობილო გზაზე, ქვიშხეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვების დედა, რომლის გადარჩენასაც ექიმები ცდილობდნენ, გარდაიცვალა.

    როგორც „რეპორტიორს" დაღუპულების ოჯახის ახლობელმა, ლიზი მჟავანაძემ აცნობა, დაღუპული, ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისში ცხოვრობს. პროფესიით მხატვარი ბექარი წლების განმავლობაში ემიგრაციაში, ისრაელში იმყოფებოდა და სამშობლოში ახალი დაბრუნებული იყო. ცოლ-შვილი რამდენიმე დღით, ბაკურიანში წაუყვანია ერთ-ერთი შვილის დაბადების დღის აღსანიშნავად. ტრაგედია უკანა გზაზე მოხდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპა სამი არასრულწლოვანი და მათი მამა, ბექარ ბანძელაძე.

    გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა, რადგან, სატრანსპორტო საშუალება მაღალი სიჩქარით არ მოძრაობდა, გზაც არ იყო მოყინული.

    წყარო: "რეპორტიორი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    Mari   (27.01.2020)
    Gmertma dagimkvidroncata sasufeveli da gmerto gadarchine ertis sicocxle mainc ufalo gevedrebi

    Mari   (27.01.2020)
    Bavshvebis deda cocxalia?

    Mari   (27.01.2020)
    Gmerto didebylo,ra davashavet aceti, am angelozebic cacodaobit, sheidzleba gagijeba,

    Sopio   (27.01.2020)
    Reitingis gamo sheidzleba aseti rame dacerooo, ara adamianebooo

    Irakli   (27.01.2020)
    Satauri washale shen dedas sheveci cocxalia gogo

    ლია   (27.01.2020)
    საშინელი ტრაგედიაა.უფალმა დაუმკვიდროთ ცათა სასუფეველი.უფალმა გამძლეობა მისცეს მათ ოჯახებს. 😥😥😥😥


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×