რეზონანსი
27.01.2020

ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და შემდეგ გადაბრუნდა.

შემთხვევის შედეგად, 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო.

სამივე მათგანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×