რეზონანსი
27.01.2020

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, ექიმების უარის თქმის მიზეზი სპეციალური სამოსისა და აღჭურვილობის არქონაა.

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში ირწმუნებიან, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.

ეკატერინე ტიკარაძის უწყება ირწმუნება, რომ სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან. სასწრაფოს თანამშრომელს პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) აცვია და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.

„ჯერჯერობით სხვა საჭიროება არ დგას და ამიტომაც აცვიათ ეს ტანსაცმელი. საქართველო არის მწვანე ზონაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სხვა ზომები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ. ყველა ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის მიხედვით არის შეთანხმებული.

სასწრაფოს თანამშრომლებს აღჭურვილობაში აქვთ პირბადე, აცვიათ c დონის ტანსაცმელი, რომელიც პერსონალური დაცვისთვის არის გამოყენებული. ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,“- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
gogi   (27.01.2020)
სადღაც წავიკითხე სიცხის დამწევებს სვამენ, შემოწმებას რომ გადიან სიცხე არ ფიქსირდება და ესე ახდენენ გვერდის ავლასო

კვანტი   (27.01.2020)
მაგარი პროფესიონალია ტიკარაძე მედიცინა და ეპიდემიოლოგია იცის როგორც მაგის პატრონმა ქვეყნის მართვა არ უნდათ აღჭურვილობა მწვანე ზონაში ვართო და შემომსვლელებთან კონტაქტში უშვებს ექიმებს? უბედურო საქართველო ამ სირების ხელში თალაკვაძე დააყენეთ აბა თუ რისკი არაა მანდ დგომა თქვენი დედაც


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×