რეზონანსი
27.01.2020

მძიმე სენთან მებრძლი ხათუნა ჟორდანია და მთელი მისი ოჯახი პოზიტიურად არიან განწყობილი და დარწმუნებულები არიან, რომ გაიმარჯვებენ. მისი მეუღლე ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ თავიდან დიდი სტრესი მიიღეს, მაგრამ ახლა ყველა ერთად იბრძვის მისი გამოჯანმრთელებისათვის:

"თავიდან დაგვანგრია მთელი ოჯახი. ძალიან ძნელია, როდესაც შენი ცხოვრების მეორე ნახევარს და შენს ნაწილს ასეთი პრობლემები ექმნება. ნინიც ძალიან ძლიერი აღმოჩნდა, ბევრი რამ საკუთარ თავზე აიღო და ხათუნას ექიმებთან სიარული აიძულა. ხათუნას ხანდახან სჭირდება რაღაცების დაძალება. ისრაელში მეც დავყვები ხოლმე, ასევე აქტიურად არის ჩართული ხათუნას ძმა – მერაბ ჟორდანია.

მადლობა ღმერთს, არანაირი გართულება არ გვქონია – არც თმის ცვენა და არც სხვა გვერდითი მოვლენები, რადგან წინასწარ კარგად გამოიკვლიეს ყველაფერი და ზუსტად შეურჩიეს პრეპარატი, რომელიც გვერდითი მოვლენების ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანდა. მადლობა ყველას, ვინც ამ რთულ პერიოდში გვერდით დაგვიდგა.

სოციალურ ქსელში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩვენ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ბევრი გვეხმიანება და გვერდში დგომის სურვილს გამოხატავს, თუმცა ჩემი ფრაზების ინტერპრეტაცია ხდება და სოციალურ ქსელში ხშირად ჩემი სახელით არასწორად ვრცელდება განცხადებები, მაგალითად, თითქოს საზოგადოების დახმარებას ვითხოვ.

უბრალოდ, პირჯვარი გადაიწერეთ და თქვით, ბედნიერები იყავით-თქო. ახლაც იმავეს ვიმეორებ, ვინც წაიკითხავს ამ ინტერვიუს, გადაიწეროს პირჯვარი და უფალს შესთხოვოს, კარგად გახადოს მონა ღვთისა ნატალია – ეს ხათუნას საეკლესიო სახელია", - განუცხადა "სარკეს" ზურა ხაჩიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
tatoo   (27.01.2020)
ღმერთმა გამოაჯანმრტელოს. ხალხო ნუ იქნებით ასეთები როგორ შეიძლება ასეთი სიტყვების გამოყენება. ღმერთი არ გწამთ..

----   (27.01.2020)
ბიჭი დავაშკასდა!

ბურა   (27.01.2020)
მოდი ზურა იდი ნახუი რაა ეგ ქალი ცოდოა და კარგად ამყოფოს განგებამ მარა შე რო ალფონსი ყლე ხარ ეგ ფაქტია


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×