რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ქვიშ­ხეთ­თან ავარიის შე­დე­გა­დაც ოთხი ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღოლ­მა საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე­ში გა­და­ვარ­და.

ავ­ტო­მო­ბილ­ში ერთი ოჯა­ხის 5 წევ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და. მძღო­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ბავ­შვე­ბი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნამ­დე.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან - 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი - ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა, ხოლო ბან­ძე­ლა­ძის მე­უღ­ლე, 30 წლამ­დე ასა­კის ქალი, მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი ქუ­თა­ი­სი­და­ნაა. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე წლე­ბის მან­ძილ­ზე სა­ზღვარ­გა­რეთ მუ­შა­ობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოტა ხნის წინ დაბ­რუნ­და. წყვილს გუ­შინ ქა­ლიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე ჰქონ­დათ, რო­მე­ლიც ბა­კუ­რი­ან­ში აღ­ნიშ­ნეს. სა­ზა­რე­ლი ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც ბან­ძე­ლა­ძე­ე­ბი იქი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-8 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან ორზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×