რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ჰონგ-კონგში კორონავირუსის გამო საგანგებო მგდგომარეობის გამოცხადების მიუხედავად, საპროტესტო აქციები გრძელდება. დემონსტრანტებმა დღეს ბენზინისგან დამზადებული ასაფეთქებლები ესროლეს შენობას, რომელიც ვირუსის შემთხვევებისთვის საკარანტინო დაწესებულებად განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას France 24 ავრცელებს.

ჰონგ-კონგის ლიდერმა კორონავირუსის გამო, რომელიც თავდაპირველად ჩინეთის პროვინცია უხანში დაფიქსირდა, საგანგებო მდგომარეობა 25 იანვარს გამოაცხადა, 17 თებერვალმდე დაიხურა სკოლებიც. ჰონგ-კონგის ხელისუფლების გეგმებში იყო ერთ-ერთი შენობის დროებითი საკარანტინე დაწესებულებად მოწყობაც.

ამ დროისთვის ჰონგ-კონგში კორონავირუსის დიაგნოზით 6 ადამიანი მკურნალობს. როგორც France 24 წერს, ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ დემონსტრანტებმა კარანტინისთვის განკუთვნილ შენობას ბენზინის ასაფეთქებლები ესროლეს, რის შედეგადაც ცეცხლი გაჩნდა.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. ვირუსი უკვე დაფიქსირდა ჩინეთის გარეთ - ტაილანდში, იაპონიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთის ხელისუფლებამ პეკინში ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გააუქმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×