რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ვსევოლოდ ჩაპლინი გარდაიცვალა. ამის შესახებ Meduza რუსულ მედიაზე დაყრდნობით წერს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დეკანოზი თავისი ტაძრის წინ, სკამზე იჯდა. უეცრად ცუდად გახდა და დავარდა. ადგილზე 15 წუთში მისულმა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ჩაპლინის სიკვდილი დაადასტურა. დეკანოზის გარდაცვლების წინაწარ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება. ის 51 წლის იყო.

ვსევოლოდ ჩაპლინი აქტიური საზოგადოებრივი და მედია მოღვაწეობით იყო ცნობილი, რომელიც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა. სხვადასხვა დროს ის ეკლესიაში მაღალ თანამდებობეს იკავებდა, მათ შორის იყო რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი. ამასთან, ჩაპლინს მიჰყავდა ტელეგადაცემები რუსეთის ტელე და რადიო არხებზე, მისი სტატიები კი რამდენიმე გაზეთში იბეჭდებოდა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×