რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„ზოგადად, შესაძლებელია დადგეს საჭიროება, რომ ჩინეთიდან პირდაპირი რეისები შეიზღუდოს და კიდევ უფრო გამკაცრდეს ტრანზიტული ქვეყნებიდან მგზავრების კონტროლი. ჩვენ დაველოდებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, თუმცა ქვეყანას თავადაც შეუძლია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ ამის საჭიროებას დაინახავს. ხვალ დაიწყება რეკომენდაციები საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად მკაცრად უნდა მივუდგეთ მგზავრობის შეზღუდვის თემას და ძალიან მალე, მომავალი კვირის დასაწყისში უფრო მკაფიო გახდება.კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა შემოსული მგზავრის შემოწმება თერმული სკრინინგით სავალდებულო არ არის, მოწმდება ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრები, ტრანზიტული თუ პირდაპირი რეისებით. ასევე ყველა მგზავრისთვის არის ინფორმაცია, როგორ უნდა მოიქცენ იმ შემთხვევაში, თუ მათ აღმოაჩნდებათ ვირუსის სიმპტომები" ,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია ურჩევს, თავი შეიკავონ ისეთ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსის რისკი მაღალია.

„ვირუსის გადაცემის შემთხვევები ჩინეთში გაიზარდა და 2000-ს მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩინეთი ძალიან მკაცრ რეაგირების მექანიზმებს იყენებს და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტად მკაცრი იქნება ჩინეთი, მით უფრო დაცულია ყველა სხვა ქვეყანა. ჩვენ რაც შეგვეხება, პირველი რეკომენდაცია, რასაც ხვალ განვიხილავთ იქნება მოგზაურობის შეზღუდვა, ამის შესახებ რეკომენდაციები უკვე გავრცელდა და ჩვენ ვურჩიეთ მოქალაქეებს, რომ თავი შეიკავონ მოგზაუროვისგან ისეთ ქვეყნებში, სადაც რისკი მაღალია" ,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×