სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.01.2020

    (რეზონანსი) ჩინეთის მთავრობამ კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო გარეული ცხოველებით ვაჭრობა აკრძალა.

    კარანტინი გამოცხადდა ქვეყნის ყველა სასაქონლო ფერმაზეც, რადგან ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სასიკვდილო ვირუსი ადამიანზე გარეული ცხოველებისგან გადადის.

    ოფიციალური განკარგულების მიხედვით, აკრძალული არამარტო ცხოველებით ვაჭრობა, არამედ მათი ტრანსპორტირებაც. განკარგულების შესრულებაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული.

    ექსპერტების აზრით, კორონავირუსის გავრცელება მეგაპოლის უხანში, ერთ-ერთ ბაზრობაზე დაიწყო, სადაც თევზის გარდა გარეული ცხოველები იყიდებოდა. ერთ-ერთი ვერსიით, ახალი ვირუსის გამავრცელებლები ღამურები და გველები არიან.

    ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 56 ადამიანი. 39 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი 1600-ს გადააჭარბა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×