რეზონანსი
25.01.2020

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში 48 წლის მამაკაცი მოკლეს.

მკვლელობის მიზეზი ორ პირს შორის ურთიერთშელაპარაკება გახდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, 34 წლის მამაკაცმა სანადირო თოფიდან ისროლა, რასაც მეორე პირის სიკვდილი მოჰყვა.

გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის მკვიდრია, ხოლო მამაკაცი, რომელმაც ისროლა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორის მცხოვრებია.

ორივე მამაკაცი კასრისწყალში, ერთმანეთთან ახლოს მდებარე საქონლის ფერმებში, დაქირავებულ მწყემსებად მუშაობდნენ.

პირი, რომელმაც გასროლა განახორციელა, პოლიციას თავად დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ აცნობა. მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×