რეზონანსი
25.01.2020

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მეუღლე სოფიო ლილუაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროკურატურის მხრიდან უკანონო თვალთვალი მისი არასრულწლოვანი შვილების მიმართაც ხორციელდებოდეს. მან საქმის მოკვლევის მიზნით სახალხო დამცველს მიმართა.

„1 თვის განმავლობაში მითვალთვალებდნენ პირადად მე, მაგრამ თვალთვალის დოკუმენტებში, სადაც მითითებულია რა დროს, როგორ, სად მივდიოდი და მოვდიოდი. 30 დღის განმავლობაში მხოლოდ 2-ჯერ არის ნათვალთვალები, როდესაც მე ამ მანქანით გადავაადგილდებოდი. დანარჩენ შემთხვევაში, თვალთვალი ხორციელდებოდა კონკრეტულად ჩემზე. არანაირი მანქანა იქ არ ფიგურირებდა. ეს მანქანა იდგა ჩემი სახლის ეზოში და ვინმე რომ მოსულიყო და ეკითხა ჩემთვის, ან კორპუსის დაცვისთვის, მეზობლებისთვის, ისინი დაადასტურებდნენ რომ იმ პერიოდში, ნამდვილად ამ მანქანით დავდიოდი. ასევე ძალიან უცნაურია და ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის ფაქტი, რომ ამ მანქანით როდესაც არ ვმოძრაობდი, იმ დღეებშიც ხორციელდებოდა ჩემზე თვალთვალი. 

ყველაფერს აქვს საზღვარი, წითელი ხაზი სად გადის ამ ბრძოლაში, რატომ მიყენებენ მე იარაღად, რატომ უთვალთვალებენ ჩემს შვილებს, მათი ცხოვრება და გადაადგილება რატომ უნდა იყოს გადაღებული და იარაღად გამოყენებული? რატომ უნდა ირღვეოდეს არასრულწლოვნების უფლებები და ჩემი უფლებები, როგორც დამოუკიდებელი ადამიანის?

საერთოდ არ გამოვრიცხავ ამას და მეტსაც გეტყვით, მაგის ძალიან მეშინია და ვდარდობ. ბავშვები არიან ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და მუდმივად მეკითხებიან „სკოლაში როცა მივდივართ ვიღაც თუ მოგვსდევს?“, „რომ ვსეირნობთ, ვინმე ხომ არ გვითვალთვალებს“ და ა.შ. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მრავალწლიანი ზეწოლის, გამო ჩვენს ოჯახზე ძალიან რთულია. მით უმეტეს ამ კადრების გავრცელების შემდეგ. პატარები არ არიან და ვერ ვახდენ ამის იზოლაციას და დამალვას. ძალიან ცუდ დღეში ვართ ყველანი. რატომ გვიყენებენ ოჯახის წევრებს ნიკას წინააღმდეგ ბრძოლაში?!“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

(აიპიენი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×