რეზონანსი
24.01.2020

ზაზა სარალიძე ჟურნალისტებს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზაზა სარალიძე აცხადებს, მას ერთი თხოვნა აქვს.

„ბოდიშს ვუხდი ყველა მედიასაშუალებას დღევანდელი ჩემი საქციელიდან გამომდინარე. არ გთხოვთ პატიებას, თქვენ თქვენ საქმეს და პროფესიას ემსახურებით. ვიცი უნდა გავითვალისწინო ყველაფერი. უფალმა გვაპატიოს ყველა ცოდვა! მხოლოდ ერთი თხოვნა მექნება: ბატონი ზურაბ თოდუა დაითანხმეთ პირისპირ დამიჯდეს და რამოდენიმე კითხვას დავუსვამ. პირობას ვდებ საქმის მასალებს და დეტალებს არ შევეხები და მითუმეტეს არც პოლიტიკური იქნება ჩემი კითხვები. მხოლოდ და მხოლოდ პირისპირ და პირდაპირ ეთერში. ბოდიშს გიხდით კატეგორიულიბისთვის", - წერს ზაზა სარალიძე.

დღეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

„რაზე მელაპარაკებით მთელი საქართველო. კანონმა მითხრა, რომ შენი შვილის მკვლელებს 15 წელზე მეტს ვერ მივცემთო, ფეხებზე მკიდიაო და რა კითხვებს მისვამთ", - მიმართა სასამართლოს ეზოში გამოსულმა სარალიძემ მედიის წარმომადგენლებს.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×