რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) რამდენჯერაც შოუს დადგამ, იმდენჯერ შესაბამის პასუხს მიიღებ, - ამ სიტყვებით მიმართა საკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ ცინცაძემ "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ლევან ხაბეიშვილს საკრებულოს შენობაში, მას შემდეგ, რაც საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ლევან ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს მასთან მარტო მისვლისკენ მოუწოდა და „ქართული ოცნების" დეპუტატები „ფარჩაკებად" მოიხსენია.

„მარტო მოდი, ათი, რომ დამესიეთ. გგონიათ მაგით შემაშინებთ და შენ მაგარი ბიჭი ხარ? რა დაგავალეს ბიჭო ამისთანა. ჩამოდი ქვემოთ, ხელი ხომ დამარტყი? ჩამოდი. ფარჩაკები ხართ, 10 კაცი რომ დამესევით, ფარჩაკები ხართ აბა რა ხართ?"- მიმართა ხაბეიშვილმა ავთანდილ ცინცაძეს.

როგორც ხაბეიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, დაპირისპირების მიზეზი ის იყო, რომ დამლაგებელს გამოესარჩლა, რომელსაც 8 ლარს აძლევენ.

ავთანდილ ცინცაძე კი განმარტავს, რომ დაპირისპირების მიზეზი ხაბეიშვილის მიერ პირადი შეურაცხყოფის მიყენება იყო.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები: ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.

ხაბეიშვილს დაზიანებები თვალის არეში აღენიშნება.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
გვარამია   (24.01.2020)
გახარია იქნებოდა ასიანი.ცოტა ურტყიათ, მაგათ რა უთხარი,ნეტა იქ ვყოფილიყავი მეც დადიმატებდი.სიფათი გაქ მოდი მირტყი.

Tako   (24.01.2020)
Dzalian kargi eg nagavi da provokatori mets imsaxurebs


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×