რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას დედა გულიკო კვირკველია მისი მეორე შვილის, ვახო იზორიას შესახებ გავრცელებულ ჩანაწერს ეხმაურება.

„აბსოლუტურად ყველანაირ მორალურ და ადამიანურ ზღვარს სცილდება უბინძურესი პროპაგანდა ჩემი შვილების და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცების და მათი პარტიული ტელევიზიის მიერ განხორციელებული უბინძურესი პროპაგანდის თითოეულმა შემოქმედმა ძალიან კარგად იცის, რომ ჩემ შვილს, ლევან იზორიას ძმას აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, ის გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და დღემდე აგრძელებს მკურნალობას. იმ კონკრეტული ინციდენტის დროსაც, მას ჰქონდა ჯანმრთელობის სკამაოდ მძიმე მდგომარეობა და მხოლოდ და მხოლოდ ზემოთთქმული მიზეზის გამო გამოხატავდა გარკვეულ აგრესიას.

მიუხედავად ამისა, ბოროტების შემოქმედებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია, პარტიული ტელევიზიის სიუჟეტს მოყვა პოლიტიკური შეფასებები და ერთ ხმაში, მწყობრად აგრძელებენ ტალახის სროლას. მათთვის არ არსებობს არანაირი მორალური ზღვარი. თქვენ, ამ კამპანიის შემოქმედებო, არ გაქვთ სამშობლო, არ გყავთ ოჯახები, არ გაქვთ არც სახელი და არც გვარი. თქვენ სახეს ვერ დაკარგავთ, თქვენ სახე არ გაქვთ! თქვენ ხართ ერთი კრებსითი ბოროტება", - წერს სოციალურ ქსელში გულიკო კვირკველია.

„მთავარი არხზე" გასული სიუჟეტის მიხედვით, 2014 წელს პატრულმა ვახო იზორია ხულიგნობის ბრალდებით დააკავა, თუმცა ის ლევან იზორიას ჩარევით გაათავისუფლეს. სიუჟეთში წარმოდგენილი გახლავთ პატრულ-ინსპექტორის ინტერვიუ და კამერის ჩანაწერი, სადაც ლევან იზორიას ძმა სამართალდამცველს აგრესიული ტონით ესაუბრება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×