რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) ლეჩხუმში, მდინარე ლაჯანურში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა მეორე მამაკაცის ცხედარიც იპოვეს.

ამჟამად მაშველები მესამე მამაკაცის ცხედარს ეძებენ.

შემთხვევა ცაგერში, სოფელ ჩხუტელში მოხდა. ავტომობილი, რომელშიც სამი მამაკაცი იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ შემთხვევის მიზეზი მოყინული გზა იყო.

გარდაცვლილებს ექსპერტიზა უტარდებათ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×