სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    24.01.2020

    (რეზონანსი) საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორის ე.წ. საზღვარი დროებით გახსნეს.

    საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე ორი მიკროავტობუსით ათობით პენსიონერი გადავიდა.

    დე ფაქტო რეჟიმმა ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადასვლის უფლება მისცა. ადგილობრივების თქმით, უკან დასაბრუნებლად ათდღიანი ვადა მისცეს. მიკროავტობუსი, რომელსაც პირველ ეტაპზე 10 პენსიონერი გადაჰყავს, სოფელ ოძისს ახლა ტოვებს.

    პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ სპეციალური საშვები აქვთ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულია 150 პენსიონერია, მათგან მხოლოდ ახალგორში 72 პენსიონერი ცხოვრობს.

    ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ არის ჩაკეტილი. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის თქმით, ის ჩაკეტილი იქნება, ვიდრე ქართული მხარე სოფელ ჩორჩანადან საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებს. ამ პერიოდის განმავლობაში გამშვები პუნქტი მხოლოდ მძიმე ავადმყოფებისთვის რამდენჯერმე გაიხსნა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×