რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) თბილისში, გლდანში მდებარე ერთ-ერთ კაზინოსთან გვიან ღამით სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი-2" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი.

ადგილზე პოლიციის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები გვიანობამდე მუშაობდნენ. თვითმხილველის თქმით, პოლიციამ მსუბუქი ავტომობილი გააჩერა, მოგვიანებით კი მათ ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დრომდე ვერ აკონკრეტებენ თუ რატომ მოხდა პირის დაკავება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×