რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ „ქრონიკასთან" კონგრესმენების წერილი შეაფასა:

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან, ყოველთვის მზად ვართ, ყველა თემაზე მშვიდად, წყნარად ვისაუბროთ. შეიძლება, წერილები არ არის ის ფორმა, რომლითაც სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები უნდა საუბრობდნენ.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რომ ყველა სახის შეფასება, თუნდაც მწვავე, სამართლიანი, შეიძლება, ჩვენი გადმოსახედიდან უსამართლო, ობიექტურად განვიხილოთ, რასაც უახლოეს პერიოდში გავაკეთებთ.

რა თქმა უნდა, ისიც ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რანაირი მოტივებიც არ უნდა არსებობდეს მსგავსი წერილების, ან მსგავსი შეფასებების და ქმედებების მიღმა, ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის გულწრფელი ნაბიჯები საქართველოს დემოკრატიული პროცესის მხარდასაჭერად, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ აშშ მხარს უჭერს.

თუმცა შეფასებებში შესაძლოა, იყოს სუბიექტური მომენტები, რაზეც ვისაუბრებთ, ყველას ყველაფერს ავუხსნით და დავანახებთ ზუსტად ისე ობიექტურად, როგორც ჩანს თბილისიდან, ბრიუსელიდან, ვაშინგტონიდან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად აღიარებენ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს. ეს სახეზეა.

ასევე ეკონომიკური ასპექტებიც არსებობდა ამ წერილში და საქართველო დღეს რეგიონში ეკონომიკურად ყველაზე სწრაფად და მდგრადად ვითარდება, ამას ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს კონკრეტული მაგალითებით, ციფრებით და კონკრეტული შედეგით", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონეს!   (24.01.2020)
შე მართლა სუპერ ხიხო!!!!

ჭორლეონე   (24.01.2020)
ამას მართლა რამე გონია თავი ამ ხიხოს მოურავს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×