რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღები 3 დღეა ხორცით ვეღარ მარაგდება. მიზეზი ჩავარდნილი ტენდერია, რომელიც გასული წლის 22 დეკემბერს გამოცხადდა და ხორცით მომარაგებას ითვალისწინებდა.

ყვარლის მერის როსტომ სესიაშვილის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების ხორცით მომარაგებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაკისრებულ მოვალეობის შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც სააღმზრდელო დაწესებულების ხორცით მომარაგება ვერ მოხერხდა.

ამასთან, სესიაშვილის განმარტებით, ხელახლა გამოავლინეს ახალი კომპანია, რომელიც ორშაბათიდან შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ბაღებს ხორცით უზრუნველყოფს.

"გასული წლის 22 დეკემბერს გამოვაცხადეთ ტენდერი. კომპანიამ, რომელმაც გაიმარჯვა არ შეასრულა მოვალეობა, დოკუმენტაცია არ ატვირთა საიტზე, რის გამოც დისკვალიფიკაცია გამოვუცხადეთ და ახალ კომპანისთან ვდებთ ხელშეკრულებას. ვინაიდან დაემთხვა დასვენების დღეები ეს პროცედურები დროში გახანგრძლივდა. ორშაბათიდან კი ახალი კომპანია მოამარაგებს ყველა ბაღს ხორცით," - აღნიშნა მერმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
lekso kutaisi   (23.01.2020)
xorci mesame celia ar mihamia


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×