რეზონანსი
23.01.2020

(რეზონანსი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში 22 წლის სალომე გაგუა სავარაუდოდ გრიპის ვირუსის გართულებით გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ნათესავები აცხადებენ, გოგონას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შესაბამისი დახმარება ვერ გაუწიეს და მისი რეფერირება ქუთაისის საავადმყოფო „უნიქალ მედიში" გახდა საჭირო, თუმცა დახმარება იქაც ვერ აღმოუჩინეს.

ოჯახის წევრების თქმით გოგო ქუთაისიდან თბილისში კატასტროფის მანქანით გადაყვანის დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და შესაბამის უწყებებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×