სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.01.2020

    (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის „გადააგდებს", - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

    მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნებისგან" არაფრით განსხვავდება.

    „ნაციონალური მოძრაობა" ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე აცხადებს, პროპორციული სისტემა ჩემი მონაპოვარიაო, „ქართული ოცნება" კი, ხელისუფლებაში თავის დარჩენას ქვეყნის გადარჩენას ეძახის. მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის" გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის „გადააგდებს". თანაც, ის „ქართული ოცნებისგან" არც არაფრით განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ. ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ", - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (23.01.2020)
    "იმდენი გააკეთეთ, რაც მათ ქ ვ ე ყ ა ნ ა ს და ხალხს გაუკეთესო" ანუ თქვენც გადაულოცეთ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 %, სტატუსის განსაზღვრა მხოლოდ რუსეთს მიანდეთ და ცოცხების ხმარებამდე მიდითო?

    ლინდა   (23.01.2020)
    გეყოთ რა ნაცებზე ლაპარაკი, ჯერ იმდენი გაკეთეთ რაც მათ ქვეყანას და ხალხს გაუკეთეს და მერე ახასიათეთ. უბრალოდ სირცხვილია, ყოფილი და დარჩენილი ქოცები როგორ ერთნაირად აზროვნებთ!

    Joni   (23.01.2020)
    Chichinadze nu chichineb shenc mag mtavrobashi ikavi vitom politikosi


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×