რეზონანსი
23.01.2020

დღეს სავარაუდოდ დეფაქტო რეჟიმი ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს უფლებას მისცემს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე პენსიის ასაღებად გადმოვიდნენ.

პენსიოენერებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა იმ შემთხვევაში შეუძლიათ თუ სპეციალური საშვები აქვთ. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეგისტრირებულია 150 პენსიონერია, მათგან მხოლოდ ახალგორში 72 პენსიონერი ცხოვრობს. სპეციალური საშვი გუშინ საღამოს მონაცემებით 30-მდეპენსიონერს ჰქონდა აღებული, დანარჩენ პენსიოერებზე კი არსებული ინფორმაციით საშვები დღეს დაჩქარებული წესით გაიცემა და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსნება ე.წ. გამშვები პუნქტი.

სამშაბათიდან კი ე.წ. გამშვები პუნქტი ისევ ჩაიკეტება და იმ პენსიოერებს ვინც ახლა ვერ შეძლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, ამის შესაძლებლობა მხოლოდ ორი თვის შემდეგ ექნება.

ახალგორის გამშვები პუნქტი 4 სექტემბრის შემდეგ არის ჩაკეტილი. ცხინვალის დეფაქტო მთავრობის თქმით, ის ჩაკეტილი იქნება იქამდე, სანამ ქართული მხარე სოფელ ჩორჩანადან საპოლიციო საგუშაგოს არ აიღებს. 

იმედინიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×