რეზონანსი
22.01.2020

2019 წელს საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 481 ადამიანი დაიღუპა, რაც, წინა წელთან შედარებით, 22-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

სტატისტიკური მონაცემები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

შსს-ს ინფორმაციით, გასულ წელს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავდა 7921 ადამიანი, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 9047 იყო.

დაშავებულთა რიცხვთან ერთად, შემცირებულია ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაც: 2019 წელს გზებზე 5839 ავტოავარია მოხდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 6452 იყო.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (22.01.2020)
აი, ამას უნდა მიხედოს იმ უწიგნურმა ომბუდსმენმა ... და არა იმას ციხეში კრიმინალებს ევროპული პირობები აქვთ თუ არა შექმნილი.. ასობით ბავშვი იღუპება ავარიებში. ამასე უნდა დააწესოს კონტროლი და მოთხოვოს პასუხი მთავრობას. პირველ რიგში თოთო და 5 წლამდე ბავშვების დამცავი სკამის გარეშე ტრანსპორტირება უნდა აიკრძალოს. ქალაქებშიც და სოფლებშიც რეიდები უნდა დაწესდეს ისევ. გადაჭარბებულ სიჩქარეზე, მთვრალ და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მანქანის მართვაზე კი ციხე და გამასწორებელი სამუშაო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×