სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.01.2020

    ,,სპართან” თავდასხმის შედეგად დაშავებული 19 წლის მათე ჯომიდავა თითქმის ერთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. მას თავის არეში მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. სამწუხაროდ, ექიმებმა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

    ჯომიდავა ,,სპარში” კონსულტანტად მუშაობდა. 30 დე­კემ­ბერს მა­ღა­ზი­ა­ში ერ­თმა­ნეთს გამ­ყიდ­ვე­ლი და მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­უ­პი­რის­პირ­დენ. ჩხუბ­მა სუ­პერ­მარ­კე­ტი­დან ქუ­ჩა­ში, მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რე ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც თავ­დამ­სხმელ­მა ჯო­მი­და­ვას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ქვა­ფე­ნი­ლის ფილა ჩა­არ­ტყა თავ­ში.

    19 წლის სტუ­დენ­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში ცხოვ­რო­ბენ. ჯო­მი­და­ვე­ბის ნა­თე­სა­ვის თქმით, გარ­დაც­ვლილს აფხა­ზეთ­ში ხვალ გა­და­ას­ვე­ნე­ბენ.

    "ეს უწე­სი­ე­რე­სი ბიჭი ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და და პა­რა­ლე­ლუ­რად მუ­შა­ობ­და კონ­სულ­ტან­ტად. წვა­ლობ­და, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი გა­და­ე­ხა­და... მკვლე­ლი კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით უნდა და­ი­სა­ჯოს, არა­ვის არ უნდა შერ­ჩეს მა­თეს მკვლე­ლო­ბა! შე­სა­ბა­მის დო­კუ­მენ­ტებს აკე­თებს ჩემი ძმა და ხვალ აფხა­ზეთ­ში გა­და­ას­ვე­ნე­ბენ, სა­ბე­რი­ო­ში" - გა­ნუ­ცხა­და "ამბებს" გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სავ­მა მა­რი­ნა ჯო­მი­და­ვამ.

    პოლიციამ დამშავე ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 117-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×