რეზონანსი
22.01.2020

ბათუმში ზღვამ მკვდარი დელფინი გამორიყა.

როგორც "რეგიონულ კვირას" გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა განუმარტა, წელს, შავი ზღვის სანაპიროზე, მკვდარი დელფინის გამორიყვის 6 შემთხვევა დაფიქსირდა.

არჩილ გუჩმანიძის თქმით, გასულ წელს მსგავსი 200 მეტი შემთხვევა იყო, რაც სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეობს.

"უნდა მოხდეს სერიოზული და სიღრმისეული კვლევა, თუ რა იწვევს დელფინების სიკვდილიანობას, ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, ეს მსოფლიო პრობლემაა. ძუძუმწოვრების სიკვდილი სხვადასხვა ფაქტორიდან შეიძლება გამომდინარეობდეს, ეს იქნება ზღვის დაბინძურების, ნავიგაციისა თუ სხვა," -განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×