სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.01.2020

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საშიში კორონავირუსის გავრცელებისა და პანდემიის თავიდან ასაცილებლად სპეციალურ რეკომენდაციებს ამზადებს. ამ რეკომენდაციებს ელოდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროც, რის შემდეგაც დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები. მართალია ჩვენს ქვეყანაში საშიში ვირუსის არსებობა არ ფიქსირდება, თუმცა საინტერესოა რა უნდა ვიცოდეთ შესაძლო ინფიცირებისგან თავის დაზღვევის მიზნით.

    როგორ ვრცელდება ვირუსი

    ე.წ. SARS-ის ტიპის კორონავირუსის გავრცელების მთავარი გზა დაინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტია. ვირუსი ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი ასევე შეიძლება გავრცელდეს, როდესაც ადამიანი შეეხება ინფექციური წვეთებით დაბინძურებულ ზედაპირს, ან ობიექტს, შემდეგ პირის ღრუს, ცხვირს, ან თვალებს.

    დაავადების სიმპტომები

    კორონავირუსები მათ შორის 229E, NL63, OC43 და HKU1 ტიპის ჩათვლით, ჩვეულებრივ, იწვევს სასუნთქი გზების ტრაქტის დაავადებებს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს: სურდოს, თავის ტკივილს, ხველას, ყელის ტკივილს, ცხელებას, ზოგად სისუსტეს. გულსისხლძარღვთა პრობლემის, და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში, ასევე ჩვილებში და ხანდაზმულებში კორონავირუსმა შესაძლოა გამოიწვიო პნევმონია და ბრონქიტიც. ვირუსი იწყება მაღალი ცხელებით - 38.0 ° C და მეტი. პაციენტთა დაახლოებით 20 პროცენტს აღენიშნება დიარეა, ხოლო 2-დან 7 დღის შემდეგ იწყება მშრალი ხველა.

    როდის და სად გამოჩნა პირველად ეს ვირუსი

    ამ ტიპის კორონავირუსი ადამიანებში პირველად აზიაში 2003 წლის თებერვალში დაფიქსირდა. მანამდე ცნობილი იყო, რომ ამ ვირუსით მხოლოდ ცხოველები ინფიცირდებოდნენ. 2003 წლის თებერვლიდან მომდევნო თვეების განმავლობაში, დაავადება გავრცელდა ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპასა და აზიის ორ ათეულზე მეტ ქვეყანაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2003 წელს მსოფლიოში სულ 8098 ადამიანი დაავადდა, აქედან 774 გარდაიცვალა. მაშინ ამერიკის შეერთებულ შტატებში, რვა ადამიანს ჰქონდა ლაბორატორიული დადასტურებული ინფექცია. ყველა ეს ადამიანი მოგზაურობდა მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც კორონავირუსი იყო გავრცელებული. 2004 წლიდან ვირუსის გავრცელება აღარ დაფიქსირებულა.

    ვირუსის მეორედ მოსვლა

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსი ხელმეორედ 2019 წლის 31 დეკემბერს გამოჩნდა. სწორედ ასე თარიღდებდა ლაბორატორიულად დადასტურებული პირველი შემთხვევა ჩინეთში.

    31 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 300-მდე შემთხვევა, მათ შორის 6 დასრულებულია ლეტალურად.

    ჩინეთიდან შემთხვევების ექსპორტი დადასტურებულია შემდეგ ქვეყნებში: ტაილანდი - 2, იაპონია -1, კორეის რესპუბლიკა -1, აშშ -1.

    ჩინეთში ჰოსპიტალიზებული შემთხვევიდან 51 შეფასებულია, როგორც მძიმე და 12 - კრიტიკული. ჰოსპიტალიზებული შემთხვევები იზოლაციური ღონისძიებების დაცვით მკურნალობას გადის ვუჰანის შერჩეულ სამედიცინო ინსტიტუციაში. ჩინეთიდან შეტყობინებული შემთხვევებიდან 5 ანგარიშგებულია პეკინიდან და 14 გუანგდონგის პროვინციიდან.

    წყარო: პრაიმტაიმი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    xundadzes davajvi   (22.01.2020)
    bidzinas unda daemartos es virusi magis dedas heveci


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×