რეზონანსი
22.01.2020

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა პარლამენტის წინ აღმართულ კონსტრუქციაზე.

მისი თქმით, პარლამენტის წინ არსებული სივრცე დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ საუყოვნებლივ საჭიროებს სამუშაოების ჩატარებას.

"პარლამენტის წინ ვიწყებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. არსებული ტერიტორია მძიმე მდგომარეობაშია. ასევე მინდა ჩემს მოადგილეს, სოფო ხუნწარიას დავავალო 9 აპრილის მოწესრიგებაც. ჩვენ პროექტი გასული წელს შევიძინეთ და დღეს უკვე სამუშაოების განხორციელება დავიწყეთ. დაიგება ახალი ფილები, მოწესრიგდება ფანტანები, ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და იქნება ერთ-ერთი ულამაზესი სივრცე თბილისში", - აღნიშნა კალაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×