რეზონანსი
22.01.2020

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 440 შემთხვევა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც დაავადება გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში, ტაილანდში,სამხრეთ კორეასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ექიმების თქმით, ადამიანიდან ადამიანზე სასუნთქი გზებით ვირუსის გადადების რამდენიმე შემთხვევა უკვე დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რეალური რისკი პრაქტიკულად არ არსებობს. პაატა იმნაძის განმარტებით, კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და პერიოდულად ახალი კორონავირუსები ჩნდება, რომლებიც ადამიანებზე ძირითადად ცხოველებიდან გადადის.

"დღესდღეობით, რამე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც ყველა ტურისტისთვის დაკეტა საზღვარი. ჩვენთან რეალური რისკი, პრაქტიკულად, არ არსებობს, რადგან უხანთან პირდაპირი რეისები არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და იქ ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც - იქ არ არის პანიკა და მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×