სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.01.2020

    რუსთავში მშენებელთა ქუჩაზე გარდაცლილი მამა-შვილი 71 წლის გურამ გოგბაიძე და 48 წლის იაგო გოგბაიძეა. მამაკაცები სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ, რის გამოც საცხოვრებელ სახლში მისი ოჯახის წევრები მივიდნენ, თუმცა ბინა ჩაკეტილი დახვდათ, სწორედ ამიტომ ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. კარის შემტვრევის შემდეგ კი ბინაში მამა-შვილის ცხედარი ნახეს, ერთ-ერთი მათგანი საწოლში იწვა, ხოლო მეორე - აბაზანაში.

    პირველადი დათვალირებით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად სახლში CO-ს დაგროვება დასახელდა. "ინფო რუსთავს" გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს რომ, სახლში წყლის გამაცხელებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, არასწორად იყო დამონტაჟებული. სააგენტომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა. ერთერთი მამაკაცი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ მილში, საიდანაც ბუნებრივი აირის ნამწვი გარეთ უნდა გასულიყო, ბალახი და გამხმარი ფოთლები იპოვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩიტებს თავის დროზე მილში ბუდე ჰქონდათ გაკეთებული.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×