სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.01.2020

    რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენაზე მოლაპარაკება მარტში დაიწყება. ვლადიმერ პუტინის მიერ ზაფხულში დაწესებული შეზღუდვა პრაღის ფორმატში მოლაპარაკების მორიგი რაუნდის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

    როგორც პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, ქართული მხარე მოლაპარაკებების დასაწყებად მზად არის.

    დღეს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რუსი ტურისტები ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, შესაბამისად, უსაფრთხოების თემები, რა საბაბითაც ფრენები აიკრძალა, დღის წესრიგში აღარ დგას. მისი თქმით, ამ ფონზე მიესალმებიან, თუ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება.

    2019 წლის ნოემბერში რუსული მედია წერდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა სავარაუდოდ 2020 წლის პირველ ნახევარში აღდგება.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრენების აკრძალვამ რუსული ავიაკომპანიები დაახლოებით 50 მილიონი დოლარით დააზარალა.

    2019 წლის 21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა აეკრძალათ. ვლადიმერ პუტინმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა.

    მთავრობის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა იყო საუბრის ერთ-ერთი თემა დავით ზალკალიანისა და სეგრეი ლავროვის შეხვედრაზე ნიუ-იორკში. ამ საკითხს მოგვიანებით რუსულ პრესაში თავად ლავროვიც გამოეხმაურა.

    წყარო: "იმედინიუსი"

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×