რეზონანსი
21.01.2020

გერმანელი ევროპარლამენტარმა, ევროპის სახალხო პარტიისა (EPP) და ქრისტიან დემოკრატიული კავშირის (CDU) წევრმა მიხაელ გალერიმ ევროპარლამენტის სხდომაზე რეინტეგრაციის მინისტრ ქეთევან ციხელაშვილსა და პარლამენტის ვიცე-სპიკერ კახა კუჭავას შემდეგი სიტყვებით მიმართა:

"ყოველთვის უპირობო იქნება მხარდაჭერა თქვენი ევროპული ორიენტაციისადმი, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს თქვენი მხრიდან სიტყვის შესრულება და თქვენი მცდელობა, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა მოგვყიდოთ ქართული ოცნების შიგნით შიდა პარტიული დემოკრატიის მაღალი ხარისხის ნიშნად... არიან პარლამენტარები, ვინც თქვენი პარტია დატოვა და უმეტესობა მათგანი ჩემი საუკეთესო თანამოსაუბრე. გულწრფელები თუ იქნებით, განა ივანიშვილი მხოლოდ საჯაროდ არ ამბობდა, შეცვალეთო, კულისებში ისე მოაწყო, რომ ჩავარდნილიყო? და თანაც, ხელისუფლებაში დარჩენის აშკარა მიზნით. გთხოვთ, თუ ევროპელები ხართ, აღიარეთ, რომ ასე იყო"- აცხადებს ევროპარლამენტარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×