რეზონანსი
21.01.2020

ზუგდიდში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე მე-14 და მე-15 საბავშვო ბაღებიდან, რომელებიც ერთ შენობაშია განთავსებული, ნივთები მოიპარეს.

მე-15 საბავშვო ბაღში, დილას მისულ ბაღის გამგეს ინეზა ზაქარაიას, ოთახებში ტელევიზორები და მუსიკალური ცენტრი არ დახვდა.

„საღამოს დავკეტე რკინის კარები და დილას რომ მოვედი, ფანჯარა ღია დამხვდა და კარებიც ჩამტვრეული. ადგილზე არ იყო 2 ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი ჩიპებით, ეგრევე გამოვიძახე პოლიცია",- გვითხრა მან.

ბაღში ამ დრომდე კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. საბავშვო ბაღის დირექტორი კი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×