რეზონანსი
21.01.2020

ბათუმში, გორგასალის ქუჩაზე ხანძარია. ცეცხლი სავარაუდოდ, სხვენში გაჩნდა. მეზობლებმა დაკვამლიანება შენიშნეს და სახანძრო-სამაშველო ბრიგადები გამოიძახეს.

საპატრულო პოლიციას ქუჩა გადაკეტილი აქვს და ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

შემთხვევის დროს სახლში ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც აჭარის მაუწყებელთან ამბობს, რომ კვამლი შენიშნა და შენობა დატოვა.

ორსართულიანი სახლიდან მეზობლებიც გამოვიდნენ და ისინი ეზოში არიან შეკრებილები. მათი ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზეა სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადაც.

წყარო: "აჭარის ტელევიზია"

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×