რეზონანსი
21.01.2020

მოხშირდა თუ შემცირდა მაღალსართულიანი კორპუსიდან მოზარდთა ვარდნის ფაქტი, როგორია დღევანდელი სტატისტიკა, რა გარემო ფაქტორები განაპირობებს სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ მოზარდის გადარჩენას? მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კრიტიკული მედიცინისდეპარტამენტის უფროსის გია ბიბილაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანი ცვლილებები სტატისტიკაში არ არის. როგორც იყო წინა წლებში, დღესაც იგივე მაჩვენებელია დაფიქსირებული. წელიწადში დაახლოებით 10 შემთხვევამდეა, შეიძლება, უფრო ნაკლებიც. წელს მოზარდების გარდა იყო მცირეწლოვანი ბავშვის ვარდნის ფაქტიც, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან ცუდად დამთავრდა. 

"შარშან იყო შემთხვევა, მე-8 სართულიდან გადმოვარდა 15 წლის მოზარდი. საბედნიეროდ, ეს ბავშვი დაეცა მანქანის სახურავს და შემდეგ დავარდა მიწაზე. რეალურად მანქანის ამორტიზაციამ შეაფერხა ვარდნის სიძლიერე, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმებისგან იხსნა. იყო მრავალი მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრავმა, ტვინის მრავლობითიკონტუზიური სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მოტეხილობა, კიდურების დაზიანება, ფილტვის დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების და ბარძაყის დაზიანება. საბედნიეროდ, სასურველი შედეგით დასრულდა ეს შემთხვევა. ბავშვი უკვე სკოლაში დადის და სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა.

ცოტა ხნის წინ გვყავდა ბიჭი, რომელიც 6 თუ 8 მეტრის სიმაღლიდან გადმოხტა შეყვარებულის დასანახად. სამწუხაროდ, ეს თავის მოწონება ერთი თირკმლის ფასად დაუჯდა – დასჭირდა თირკმლის ამოკვეთა", - განაცახადა გია ბიბილაშვილმა.

janmrteloba.com

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×