რეზონანსი
21.01.2020

ჟურნალისტმა მერი ბლიაძემ საკეისრო კვეთის დროს თავისი ქალიშვილის ამქვეყნად მოვლინების წუთები საკუთარი ხელით გადაიღო. ამის შესახებ ჟურნალისტი ინფორმაციას და ფოტოებსაც თავად აქვეყნებს. 

"უფალმა მესამედ მომცა შანსი განმეცადა ის ბედნიერება, რასაც შვილის დაბადებით განიცდის დედა. შეიძლება ითქვას, შვილებთან ერთად გავიზარდე. უფროსი შვილი 18 წლის ასაკში გავაჩინე, მეორე - 21 წლისამ. ახლა უკვე 30–ს გადაბიჯებული ვარ. სამწუხაროდ, სამივე შვილი საკეისრო კვეთით გავაჩინე. გიორგის და ლიზის დაბადების შემდეგ ბევრს ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, მეც მქონოდა ბედნიერება საკუთარი თვალით დამენახა ჩემი შვილების პირველი შეხვედრა სამყაროსთან, პირველი ამოსუნთქვა, გამეგო მათი პირველი ტირილი. ის კი არა, ნარკოზიდან გამოსულმა, გაბრუებულმა ძლივს გავიაზრე, რომ დედა გავხდი. 

 საბედნიეროდ, მესამე შვილზე ეს დანაკლისი შევივსე. თითქოს პირველად გავხდიდედა. ჩემი შვილის დაბადება საკუთარი თვალით ვნახე და საკუთარი ხელით გადავიღე. განსაკუთრებით ველოდებოდი ამ მომენტს, ამიტომ მინდოდა, მთელი ეს ბედნიერი წუთები ჩემი ხელით გადამეღო. მე ეს შევძელი, თუმცა კიდევ არ მჯერა. გული ყელში მებჯინებოდა, ტელეფონი კინაღამ ხელიდან გამივარდა, როცა პატარას ხმა გავიგონე, ჩემს წინ ჩამოფარებული ფარდიდან თავი ამოყო და თავისი დიდრონი თვალები შემომაფეთა“,- აღნიშნავს ჟურნალისტი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (21.01.2020)
გაიხარეთ. ერთი მილიონად გექცეთ.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×