სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.01.2020

    პატრიარქმა პეტრე ცაავა შვილივით გაზარდა, ის კი მას ლანძღავს,- ამის შესახებ საკვირაო წირვაზე მამა შალვა კეკელიამ განაცხადა.

    მისი თქმით, პატრიარქმა უდიდესი დათმენის უნარი გამოავლინა და ამით მის მრევლს მაგალითი მისცა.

    „პატრიარქი ცოცხალ მაგალითად გვყავს... შეიძლება ადრე წინაპრებზე ვლაპარაკობდით, მაგრამ ახლა აგერ გვყავს პატრიარქი. მან მაგალითი მოგვცა, როგორ უნდა დაითმინო ადამიანმა განსაცდელი. ხომ შეიძლებოდა ასე არ მომხდარიყო და ასეთი განსაცდელი მასზე არ დაშვებულიყო, მაგრამ პატრიარქმა დაუშვა, ღმერთისგან ითხოვა, რომ ასეთი რამე მომხდარიყო და ჩვენთვის მაგალითი მოეცა. მოგვცა მაგალითი, როგორ უნდა მოვითმინოთ ყვედრება, ლანძღვა. წარმოიდგინეთ, ვინც პატრიარქმა კაცად აქცია, თავისი ხელით, დაუძახა, გვერდით დაიყენა, ჯერ მორჩილი კაბა ჩააცვა, ბერად აღკვეცა, მღვდლად აკურთხა, ეპისკოპოსად აკურთხა, წარმოიდგინეთ შვილივით გაზარდა, ყველაზე დიდი ეპარქია ჩააბარა და ყველაფერი მისცა ამ ადამიანს და ეს ადამიანი გამოდის და ლანძღავს... მაგრამ თქვენ გაგიგიათ პატრიარქისგან, რომ მასზე რამე ეთქვას? წარმოიდგინეთ რამხელა მაგალითს გვაძლევს. ერთადერთი, რამ უთხრა სინოდის სხდომაზე, რა კარგი იყავი და რა დაგემართაო, მხოლოდ ამით შემოიფარგლა", - განაცხადა შალვა კეკელიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    ჭორლეონე   (26.01.2020)
    მეზარება უვიცი კომენტარების კითხვა. მე რომ მოვალ ხელისუფლებსში ნოლზე დავანგრევ სასამართლოს, პროკურატურას და აპატრიარქოს. სამივე ინსტანცია ახალი შესაქმნელია

    ქრისტიანი   (21.01.2020)
    მგონია, რომ პეტრეს გული შესტკივა იმაზე , რაც საპატრიარქოში ხდება. იქნებ მოუხდეთ ეს შეჯანჯღარება და გაახსენდეთ ჭეშმარიტი უფალი და მისი უპირველესი დავალება.

    მახ-10   (21.01.2020)
    პეტრე არ არის უკანასკნელი , ვინც „ჩანერგილია“ მართლმადიდებლობის და რწმენის „დასანგრევად“ დედაეკლესიაში. სასწრაფოდ საჭიროა „რუის-ურბნისი“, ყველა მღვდელს, ვინც ამ გაჭირვებულ და შიმშილის ხანაში, ნაჩუქარ ჯიპეს „შემოაჯდა“ და თვლის რომ „ესე უნდა იყოს“.. უბდა გავპარსოთ ხალხმა და ჭიტლაყით გავყაროთ საპატრიარქოდან..

    შალვა   (20.01.2020)
    მაგიტომ გვიყვარს ჩვენი პატრიარქი მომთმენი თბილი და საყვარელი ადამიანია თქვენც მამა შალვა ძაან მიყვარხარ

    წესიერი მოქალაქე!   (20.01.2020)
    პეტრე ჩვეულებრივი ჩანერგილი აგენტი იყო!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×