რეზონანსი
20.01.2020

არსებობს რამდენიმე თეორია იმის შესახებ, თუ რატომ ვერ წყვეტს ზოგი ადამიანი ტყუილების თქმას.

მაგალითად ნარცისები პათოლოგიური მატყუარები არიან, იმიტომ, რომ მათ უბრალოდ არ ანაღვლებთ სიმართლე. მათ ურჩევნიათ ადამიანები მოატყუონ და ამ გზით მოიპოვონ მათზე კონტროლი.

ზოგჯერ მატყუარები ძალიან იმპულსურები არიან, მათ უჭირთ მოვლენებზე ფიქრისა და მათი გაანალიზებისათვის დროის დათმობა.

თუ ტყუით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცუდი ადამიანი ხართ, უბრალოდ ეს შეიძლება სხვა რაღაცეებზე მიანიშნებდეს.

სამი-ოთხი წლის ასაკიდან ყველა ადამიანი იწყებს ტყუილის თქმას. სწორედ ამ ასაკიდან ადამიანი აცნობიერებს, რომ ამ გზით შეუძლია ზოგი პრობლემა გადაჭრას თავისთვის უმტკივნეულოდ.

ადრე თუ გვიან ვსწავლობთ იმასაც, რომ ტყუილის თქმა ცუდი საქციელია და ამას არ უნდა ვაკეთებდეთ, თუმცა ზოგი ადამიანი პათოლოგიური მატყუარაა და მათ უბრალოდ არ შეუძლიათ შეწყვიტონ დეზინფორმაციის გავრცელება საკუთარი თავის თუ სხვების შესახებ.

ფსიქოლოგებმა პათოლოგიური მიდრეკილება ტყუილებისაკენ ფსიქიკურ აშლილობად აღიარეს, რომელიც წააგავს ნარცისიზმს და ფსიქოპათიას.

ფსიქიატრი ჯუდიტ ორლოფი აღნიშნულ თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევა გარკვეული ნევროლოგიური დარღვევის შედეგია, რომელიც ემპათიის ნაკლებობით ვლინდება. მისი თქმით, მსგავსი რამ ახასიათებს ნარცისიზმს და პსიქოპათიასაც, თუმცა პათოლოგიური მატყუარობა და ნარცისიზმი, ან ფსიქოპათია, ერთი და იგივე არ არის. ორლოფს მიაჩნია, რომ ადამიანები მსგავსი აშლილობით ხშირად ვერც კი აცნობიერებენ ამ პრობლემის არსებობას და ვერც იმას ხვდებიან, თუ რა ეფექტი შეიძლება მოახდინოს მათმა ქცევებმა გარშემომყოფებზე.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×