სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.01.2020

    მუსიკოს გიორგი გვარჯალაძისა და ყოფილი ტელე-რადიოწამყვანის, ლულუ კახიანის, ცხოვრებაში 2019 წლის 4 ივნისს უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. მათი 14 წლის გოგონა, უნიჭიერესი ლენო, რომელიც შესანიშნავად მღეროდა, ხატავდა, გადაიცვალა. ის საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადავარდა. ყველამ, ვინც იცნობდა თუ არ იცნობდა ამ ბავშვს, ეს ამბავი საშინლად განიცადა. აუნაზღაურებელმა დანაკარგმა, წასულ შვილზე ფიქრმა ლენოს მამა მიიყვანა გადაწყვეტილებამდე – მას მისია აქვს შესასრულებელი, უნდა, ისეთი სივრცე შექმნას, სადაც ბავშვები მივლენ, თავიანთ პრობლემებზე ისაუბრებენ და მათ პროფესიონალები დაეხმარებიან. 

    "დიახ, დამნაშავე ვარ. ყველაფრის გაკეთება შემეძლო და არაფერი გავაკეთე. ჩემი ცხორება ინერციით გავაგრძელე. სამსახურს ეგოისტურად მეტ დროს ვუთმობდი და ბავშვები ჩემს მეუღლეს, ლულუს, გადავაბარე. ჩემი როლი მაქვს, როგორც მშობელს, ხანდახან სიმკაცრე, რაღაც ჯარისკაცულია საჭირო.

    პირველად ქუჩაში გამვლელებმა ნახეს. ლულუმ ფანჯრიდან ვერც გადაიხედა, არც ჩასულა ქვემოთ. სახლში მოვასვენე და ამის შემდეგ შეძლო, რომ ენახა. ტრაგიკულ შემთხვევამდე თითქოს ვგრძნობდი და ვიცოდი, რასაც აპირებდა. ლულუს ვეჩხუბე, თვალი არ მოაშორო-მეთქი. სახე ახლოს მივუტანე და ისე ვეუბნებოდი, რომ სანამ არ დაიძინებდა, ყურადღება მიექცია და დილით სკოლაშიც სურათი გადაეღო და გადმოეგზავნა.

    ლულუმ ლოგიკურად იფიქრა, რომ გავგიჟდი. მაშინაც სტუდიაში დავრჩი. როცა გარდაიცვალა, სახლში მისულს ლენოს საწოლზე ჩახუტება მინდოდა, ვიფიქრე, მისი სუნი ექნებოდა, თუმცა არანაირი სუნი არ არსებობდა, რადგან არც დაწოლილა იმ ღამით.

    აფექტში იყო. ამ ყველაფერს დიდი ძალა სჭირდება, რომელიც მე მივეცი. იმ დღეს მაგრად ვეჩხუბე, სახეში ორჯერ გავარტყი, რადგან პირველად მივხვდი, რომ ის რეაქცია არ ჰქონდა, რაც უნდა ჰქონოდა. ამით დავანახე, რომ იმ წამს მონსტრი ვიყავი. ვაგრძნობინე, რომ მერჩივნა, მე მომეკლა, ვიდრე ეს სხვას ან თუნდაც მას გაეკეთებინა.

    ლენო ძალიან მგავდა, მეც სუიციდისკენ მქონდა მიდრეკილება. მას მოსწონდა ისეთი ადამიანების გაიდეალება, რომლებმაც ასე დაასრულეს სიცოცხლე. პირველი, რაც მახსოვს, მამაჩემის საფლავია. 3 წლის ვიყავი, ავარიაში ერთად მოვყევით, ის გარდაიცვალა. მე დიდი ხანი ვიკეთებდი ოპერაციებს, რომ სიარული შემძლებოდა. 14 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობდი, არავინ მაკონტროლებდა და არავინ მზღუდავდა", - განუცხადა "სარკეს" გიორგი გვარჯალაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.01.2020)
    ღმერთმა სიმშვიდე მოგგვაროთ, შეძრული ვარ ამის წაკითხვით. ბედისწერა, ბედისწერა აკეთებინებს კაცს ყველაფერს, რატომ ეწერა ასეთი ბედი--ვინ არის ამაზე პასუხის გამცემი! ვაი!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×