რეზონანსი
19.01.2020

ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელიც არის ფაქტობრივად არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის, სადაც არ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა კონსტიტუციური ორგანო დაპყრობილია ერთი ადამიანის მიერ,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ „ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, რითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენის მარკუეინ მალინის ღია წერილი შეაფასა.

გოცირიძის თქმით, სახელმწიფო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მხრებზე დგას და აღნიშნული მხარდაჭერის დაკარგვა სერიოზულ რისკებს შეიცავს.

„როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების" ირგვლივ იკვრება წრე და ნელ-ნელა ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ფაქტობრივად. საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის ქვეშ ექცევიან, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პირველი წერილი, მანამდე იგივე ხელისუფლების ბიზნეს ზეწოლაზე და ზოგადად, დემოკრატიის პროცესში უკან დახევაზე, მანამდეც ოკლაჰომის წინა მოწვევის კონგრესის წევრიც საუბრობდა და იგი მოითხოვდა სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და შემდეგ, ეს საკითხი გააგრძელა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვადა ამოწურა, ახალმა კოგრესმენმა ოკლაჰომიდან. მას წინ უძღოდა ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვდა. ეს არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან, მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს ქვეყნას და საბოლოოდ, აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებით",-განაცხადა გორიციძემ.

რომან გოცირიძის განცხადებით, მსგავსი განცხადებები ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობას გამოხატავს.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×