რეზონანსი
19.01.2020

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მეუფე მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლებას მომხრეების საზღვარგარეთ გასვლას უკავშირებს.

მისი განცხადებით, რეიტინგის კლებაზე, შესაძლოა, ბოლო დროს ეკლესიის გარშემო განვითარებული მოვლენებიც მოქმედებდეს.

"ეს სამწუხარო ფაქტია. ყველაფერი მოქმედებს, ალბათ, ესეც არის ამის მიზეზი. მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს, ბევრი გადის ქვეყნიდან, მომხრეებიც ალბათ, გასულები არიან," - აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა.

ცურტაველი მიტროპოლიტი მეუფე ვახტანგის განცხადებით კი, ელესიას უფრო მძიმე კრიზისი გადაულახავს.

"რაც მოხდა და რაც ხდება ამის უარყოფა არ შეიძლება. დროებითი მოვლენაა. უფრო მძიმე პირობებში იყო ეკლესია, მაგრამ გადაულახავს და ის კლდესა ზედა აშენებულია ღვთის სადიდებლად," - განაცხადა მეუფე გახტანგმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×