რეზონანსი
19.01.2020

სურამში სასტიკი მკვლელობის საქმის ერთადერთი მოწმე, ბრალდებულის ბებია დანაშაულის დღეს იხსენებს.

დუშა ლომიძე აცხადებს, რომ გუშინ დილით მისი შვილისშვილი სახლში ყოფილ მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ბებია ამბობს რომ ისინი კამათობდნენ, თუმცა მას ეს რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევად არ მოეჩვენა და სახლიდან გავიდა. ოთახში დაბრუნებულს კი საზარელი სურათი დახვდა, მისი ყოფილი რძალი სისხლის გუბეში იწვა.

"როგორც ცოლი და ქმარი ისე ლაპარაკობდნენ,ჩხუბი არ ყოფილა, მე საქმეზე გავედი ეს უბედურება დამხვდა. ბეტა ჩემთვის ძალიან კარგი გოგო იყო" - ამბობს დუშა ლომიძე.

დანაშაულში ბრალდებული ლევან ლომიძე პოლიციამ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წარდგენილი და 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×