რეზონანსი
19.01.2020

იტალიაში, ერთ-ერთ კლინიკაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. იტალიური მედიის ინფორმაციით, 20 წლის მამაკაცს 14 იანვარს მიგრანტთა თავშესაფარში ჩხუბი მოუვიდა, მძიმე დაზიანებების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში საპატიმროში დააბრუნეს.

ციხეში მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და კვლავ საავადმყოფოში დააბრუნეს, სადაც გარდაიცვალა.

მამაკაცი დეპორტაციას ელოდებოდა. იტალიაში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყებაში აცხადებენ, რომ წინასაწარი მონაცემებით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტიზა მომავალ კვირაში ჩატარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×