სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.01.2020

    (რეზონანსი) პროკურატურასთან დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელის სახით 600-600-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. მოსამართლე თამარ ოქროპირიძემ ისინი წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში სცნო სამართალდამრღვევად.

    ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე პროკურატურასთან პერფორმანსის დროს დააკავეს. ისინი საგამოძიებო უწყებასთან გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის მოსალოდნელ დაბრუნებას აპროტესტებდნენ. აქტივისტებმა ადგილზე ყუთით მიიტანეს ბოტასები და მათი ნაწილი პროკურატურის ეზოში ისროლეს. კუპრავას თქმით, შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება ოთარ ფარცხალაძის დაბრუნების ტოლფასია. ოპოზიციის ინფორმაციით, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ გერმანიაში ყოფნის დროს ბოტასები მოიპარა და ამის გამო იქ პასუხისგებაშიც მისცეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×