რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე პოლიციამ დააკავა. შემთხვევა დღეს, 18 იანვარს თბილისში, ცირკის მიმდებარედ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავების დროს ნატა ფერაძე ფეისბუქის პირდაპირ ეთერში იყო. მან ტრანსგენდერ ქალებს შეშა მიუტანა. ერთ-ერთ ვიდეოში ისმის, რომ ნატა ფერაძე ტრანსგენდერ ქალს გამოესარჩლა და ადგილზე მყოფ პატრულს ჰკითხა, თუ რა მუხლით დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქე. მას შემდეგ, რაც სამოქალაქო ფორმიანმა კაცმა მას "დაწყნარებისკენ" მოუწოდა, ნატა ფერაძემ უპასუხა: "კიდევ ერთხელ მეტყვი მაგას და შემოგილაწუნებ". ამის შემდეგ ეკიპაჟმა იგი პატრულის მანქანით წაიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×