რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) კახეთში, სოფელ ნუკრიანში მოკლული ფირუზ გოგინაშვილის სიძე, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სიღნაღის პოლიცია ჯანგულაშვილს 126-ე ძალადობის მუხლს ედავება, რადგან ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯანგულაშვილი მეუღლეზე ნატო გოგინაშვილზე მუდმივად ძალადობდა.

მათივე თქმით, სწორედ შვილზე ძალადობის გამო დაუპირისპირდა მოკლული ფირუზ გოგინაშვილი სიძეს, რის შემდეგაც 50 წლის კაცმა სიმამრი სანადირო თოფიდან ერთი გასროლით მოკლა.

პოლიციამ მომხდარიდან მალევე, არჩილ ჯანგულაშვილის საგამოძიებო ორგანოში გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა და ძებნა გამოაცხადა.

50 წლამდე მამაკაცი კახეთის პოლიციამ მომხდარიდან თვენახევარში, გუშინ დააკავა. ის გლდანის საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×