რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) სურამში მოკლული ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა, მარიკა ლომიძე ამბობს, რომ ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტის მიზეზი შვილი იყო.

მისი თქმით, ბავშვის დედა ყოფილ ქმარს უკრძალავდა შვილის ნახვას, მან ახალ წელსაც კი არ აჩვენა ბავშვი ყოფილი მეუღლის ოჯახს.

„შვილის გამო ჰქონდათ კონფლიქტი. ურთიერთობა თვითონ ვერ დაამყარეს, შვილი ხომ ჰყავდათ. ეს ჩემი გაუბედურებული შვილი თავისი შვილის გიჟი იყო. თუ თავის სურვილი იყო, ჩამობრძანდებოდა და აჩვენებდა ბავშვს ყველას, თუ არადა არა",- ამბობს ეჭვმიტანილის დედა „Dianews"-სთან.

ცნობისთვის, შემთხვევა მკვლელობა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 26 წლის ბეტა ნაჭყებია, ყოფილმა ქმარმა 32 წლის ლევან ლომიძემ მოკლა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ბრალდებულის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასაკავებლად.

აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ბრალდება თავისუფლების აღკვეთის ვადით 14-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×