რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) სურამში ქმრის მიერ მოკლული ქალი 26 წლის ბეტა ნაჭყებიაა, რომელიც წარმოშობით ხობიდანაა, თუმცა სურამში 5 წლის შვილთან ერთად ყოფილი ქმრის ბებიის მოსანახულებლად იყო ჩასული.

როგორც სურამელები აღნიშნავენ, ცოლ-ქმარი უკვე რამდენიმე თვეა ცალ-ცალკე ცხოვრობს.

"ეს ბიჭი ხაშურიდანაა იქ ცხოვრობს. რაღაც პერიოდია უკვე დაცილებულები არიან. ეს გოგო აქ არ ცხოვრობდა, რაც დაშორდნენ, მას მერე სენაკში გადავიდა საცხოვრებლად. აქ ბებო ცხოვრობს ბიჭის და ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე. დღესაც ბავშვთან ერთად იყო ჩამოსული. რა მოხდა ნამდვილად არ ვიცით. გავიგეთ ცოლი მოკლა ცულითო", - განაცხადა ოჯახის მეზობელმა "რეგიონულ კვირასთან".

მკვლელობის სავარაუდო მიზეზზე საუბარი მეზობლებსა და ნათესავებს უჭირთ.

ამ დროისთვის, ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიმალვაშია. ის 32 წლის ლევან ლომიძეა.

შემზარავი მკვლელობა დღეს დილის საათებში მოხდა. შს სამინისტროს ცნობით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×