რეზონანსი
18.01.2020

(რეზონანსი) თბილისის შემოსასვლელთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და კლდეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტი და საპატრულო პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×